loader

"ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ - ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს" - მიხეილ ყაველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ - ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს" - მიხეილ ყაველაშვილი

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი,- ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა აქვს სათქმელი შინდისის გმირებისთვის იმ ფონზე, „როდესაც აგვისტოს ომში საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს“.

როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, არსებობს კითხვები იმჟამინდელი ხელისუფლების -„ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს, მინდა გავმიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური და გეტყვით რატომ - არასდროს „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული სახელი, როგორც დღეს აღვნიშნავთ ამ ბიჭების თითოეულ გმირობას, არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის, მით უმეტეს, ამ გმირობის მაგალითზე. ყველა ჩვენგანმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება გამიზნულად, ვერ დავიცავით, ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე. გარკვეული კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვები აქვს მთელ საქართველოს, თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ რუსეთი უკვე შემოჭრილი იყო.

„რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია. მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. რუსეთის ქმედებაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო აუცილებლად იქნება სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი დანაშაული არ დაიფარება.

„ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელია ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს მითუმეტეს საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული. ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დანარჩენი, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“,- განაცხადა ყაველაშვილმა.