"ნუ მეჭიდავები, მაკავებენ ბიჭო" - კადრები რუსთაველის გამზირიდან
რუსთაველის გამზირზე ერთი პირი დააკავეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ვასო ელიავა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქტივისტი იოსებ ჯანდიერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.