ბრიფინგი შსს-ში - "მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები..."
უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, ხოლო დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნების შესახებ - პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია, ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებენ.