“საუბარია შესაძლო რუსულ დივერსიაზე…” - რას წერს გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით რუმინეთისთვის მიწოდებულ ნავთობში აღმოჩნდა ქლორის მაღალი კონცენტრაცია…
საუბარია შესაძლო რუსულ დივერსიაზე, რომელიც შეიძლებოდა რამდენიმე ავტო-ცისტერნით განხორციელებულიყო.
იბადება ორი კითხვა - არსებულ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი საქართველოში უკონტროლოდ ბოგინობს, შესაძლებელია თუ არა, ეს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარიყო? იძიებენ თუ არა ქართული სპეც-სამსახურები ასეთი ფაქტის შესაძლებლობას?
უნდა გვესმოდეს, რომ ასეთმა ეჭვმაც კი შეიძლება მთლიანად დაანგრიოს საქართველოს გეო-პოლიტიკური ფუნქციის პერსპექტივები. აღარაფერს ვამბობ, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებზე," - წერს გია ხუხაშვილი.