“მისი შვილიშვილი ჭირისუფლის სკამზე იჯდა და დრო და დრო, როდესაც "ქოცების" მთავრობის წარმომადგენელს დაინახავდა, წამოიძახებდა, -"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - რას წერს მაკო ჭილაშვილი
სოციალურ ქსელში ქვეყნდება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილის მაკო ჭილაშვილის პოსტი. ავტორს ის დახურული აქვს, თუმცა Ambebi.ge დავუკავშირდა ქალბატონ მაკოს და მან დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი ტექსტია, რომელშიც აღწერილია ვითარება დიდი ქართველის რეჟისორის ელდარ შენგელაიას გასვენებიდან.
"მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ აღმეწერა ის გარემო, რაც გასვენებაში დამხვდა.
მაგრამ ერთი ფაქტი იყო ძალიან სასიამოვნო და ელდარისეულად სახალისო. ნატალია, მისი შვილიშვილი ჭირისუფლის სკამზე იჯდა და დრო და დრო, როდესაც "ქოცების" მთავრობის წარმომადგენელს დაინახავდა, წამოიძახებდა, -"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" მე ერთს შევესწარი და თვალით მანიშნა შენ გაიმეორეო.
სიონიდან ისე გამოვედი, მეგონა, ელდარის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე".