მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლოზუნგით: „ომი რუსეთმა დაიწყო“, აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია, ლოზუნგით - „ომი რუსეთმა დაიწყო“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის ბანერებით - „რუსეთი ოკუპანტია", „ომი დაიწყო რუსეთმა", „დიდება გმირებს" მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან არიან განლაგებულები.
ასევე, მათ საქართველოსა და გერმანიის დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე, ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც, ასევე აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც.
ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.