loader

თბილისში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

თბი­ლის­ში, 27 წლის ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე, ჩინ­გიზ მუ­სა­დი­ლი­ო­ვი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ის ბო­ლოს 4 აგ­ვის­ტოს ღა­მით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­თან ნა­ხეს, რის შემ­დე­გაც მას­თან კავ­ში­რი შე­წყდა. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს.6 აგ­ვის­ტოს მე­დი­ამ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყა­ზა­ხე­თის სა­ელ­ჩო­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს „ეხო კავ­კა­ზას“, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ეს მუხ­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ცხე­დარს ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­სა­დი­ლი­ო­ვი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვი, ყა­ზა­ხე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კრივ­ში. მეტ­სა­ხე­ლად „პან­დას“, ათზე მეტი ბრძო­ლა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ რინგზე, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ნო­კა­უ­ტით და­ას­რუ­ლა. სე­რიკ­მა ინ­სტაგ­რა­მის სთო­რი­ში და­წე­რა: „დაე, შენი სული სა­მო­თხე­ში მოხ­ვდეს, ძმაო.“