რას ამბობენ "ლელოში" გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება
“ლელო”, როგორც აქამდე განაცხადა, მერობის კანდიდატად „ტესტავს“ რამდენიმე სახეს. ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ ვინ იქნება თბილისში, „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებული მერობის კანდიდატი, - ასე პასუხობს „ლელო - ძლიერი საქართველო“ „ინტერპრესნიუსთან“ კითხვას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში მცხოვრებლებს შორის ატარებენ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ ვის ისურვებდნენ დედაქალაქში მერობის კანდიდატად. კითხვარი არაერთი პირის სახელსა და გვარს მოიცავს, რომლებიც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატებად მოიაზრებიან.
ცნობისთვის, ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე „პოსტTV”-მ გაავრცელა.