"მე რა მეკადრება, არქივი არსებობს, ჩართეთ და ნახეთ, მოგიწევთ ამ სიმართლის აღიარება" - მიხეილ ყაველაშვილი
ყველას ჰქონდა თავის ვალდებულება, რომ ეს ომი სამშობლოსთვის აერიდებინა, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველას ვალია სამშობლოს უსაფრთხოების დაცვა და „ნუ ეფარებიან ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას“.