ჩინეთში "ჩიკუნგუნიას" ვირუსის 7 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ივლისიდან მოყოლებული "ჩიკუნგუნიას" ვირუსის 7 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და პროვინციის ხელისუფლება "კოვიდ 19"-ის პანდემიის დროს მიღებული ზომების მსგავს ზომებს იღებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩიკუნგუნიას" ვირუსი ადამიანებს შორის არ გადადის, კოღოების მიერ ვრცელდება. ინფიცირებისთვის საჭიროა გიკბინოთ კოღომ, რომელმაც ადრე უკბინა ინფიცირებულ ადამიანს.
ვირუსი ცხელებას და სახსრების ძლიერ ტკივილს იწვევს. გარდა ამისა, დაავადებას შეიძლება თან ახლდეს გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სახსრების შეშუპება. უმეტესად, პაციენტები გამოჯანმრთელებას ერთი კვირის განმავლობაში იწყებენ, მაგრამ მძიმე შემთხვევებში, სახსრების ტკივილი შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
ნაკლებად ცნობილი ვირუსის გაჩენამ ჩინეთში გარკვეული პანიკა გამოიწვია.
ვირუსი პირველად 1952 წელს ტანზანიაში აღმოაჩინეს და მას შემდეგ გავრცელდა აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებში. ის 110 ქვეყანაშია დაფიქსირებული