"დღეს ხელისუფალმა ვერდიქტი უნდა გამოუტანოს არა მზია ამაღლობელს, არა განსასჯელ სკამზე გამწესებულ ახალგაზრდებს, არამედ..." - რას წერს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დღეს ჩანიშნულ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, პოსტს ავრცელებს:
"დღეს ხელისუფალმა ვერდიქტი უნდა გამოუტანოს არა მზია ამაღლობელს, არა განსასჯელ სკამზე გამწესებულ ახალგაზრდებს, არამედ თავისუფლებას, კეთილის ბოროტზე გამარჯვების რწმენას, სიყვარულს, სიკეთეს, პატრიოტიზმს, უკეთესი მომავლის იმედს…
ანუ, ყველაფერ იმას, რისთვისაც იბრძოდა ქართველი მთელი ისტორიის მანძილზე.
და ამას აკეთებს ურა-პატრიოტიზმის, ფსევდო-რწმენის, ვითომ ტრადიციების დაცვის ნიღაბს ამოფარებული, სინამდვილეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, ისტორიული მტრის სამსახურში ჩამდგარი, გულისამრევად მასვე დამსგავსებული დაჯგუფება…" - წერს გია ხუხაშვილი.