loader

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

5 აგვისტოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველ პოლიტიკოსზე, „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილზე.მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ „სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს“ გადაეცა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

რუსეთის პროკურატურა წერს, რომ 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა, მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში და 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.

ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ელისაშვილი ჯერ არ გამოხმაურება ამ გადაწყვეტილებას.

ალეკო ელისაშვილი, - მაშინ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და პარლამენტის წევრი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე გაემგზავრა უკრაინის მხარეს საბრძოლველად. მან 13 მარტს დაწერა ფეისბუკზე, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. უკრაინაში დღემდე იბრძვის საქართველოს არაერთი მოქალაქე. 60-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.