loader

აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ

პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ - „ბოლომდე, ბოლომდე!”

ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადანაცვლებამდე წმინდა გიორგის მონუმენტს ცოცხალი ჯაჭვით წრე შემოარტყეს.

რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, სადაც მოქალაქეები უკვე 240-დღეზე მეტია იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა - აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.