loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში? - კადრები ადგილიდან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე, თავად ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.

საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლება. შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ მედიამენეჯერი პოლიტპატიმარია.

წინა სასამართლო სხდომას, სადაც დასკვნითი სიტყვა ამაღლობელის ადვოკატებმა წარმოთქვეს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. პროცესზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ვიდეო: "ბათუმელები"