"ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით - საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას, "ნაციონალურ მოძრაობას" ვერაფერს დააკლებენ" - თინა ბოკუჩავა
ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით. მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერაფერს დააკლებს და ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას - „ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა და ვერც ეს კომისია დააკლებს რამეს. ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული 430-გვერდიანი დასკვნა შეაფასა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ - „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.