loader

“ამ პა­ტა­რა ქალ­ში მთა­სა­ვით ძა­ლაა! სი­მარ­თლე გი­თხრათ მშურს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის…” - რას წერს მანანა მენაბდე თეა წულუკიანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ პა­ტა­რა ქალ­ში მთა­სა­ვით ძა­ლაა! სი­მარ­თლე გი­თხრათ მშურს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის…” - რას წერს მანანა მენაბდე თეა წულუკიანზე

მუ­სი­კო­სი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე თეა წუ­ლუ­კი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს.

"მო­ვიკ­რი­ბე ძალა კარ­ნა­ხი­სათ­ვის.

მსურს კი­დევ ერთი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ დიდი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გა­მოვ­თქვა, ეს გახ­ლავთ შე­უდ­რე­კე­ლი - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. მინ­და ხაზი გა­უს­ვა იმას, რომ ამ პა­ტა­რა ქალ­ში მთა­სა­ვით ძა­ლაა! ისიც ყო­ველ­გვა­რი “მი­კერ­ძო­ე­ბის”გა­რე­შე, ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლას, რო­გორც ხე­ლე­წი­ფე­ბა და რო­გორც შე­უძ­ლია და მად­ლო­ბა იმ დიდი თა­ნად­გო­მის­თვის, რო­მელ­საც იგი არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ თა­ვის სამ­შობ­ლოს უწევს.

ჩვენ ყო­ველ­თვის “გან­ტე­ვე­ბის ვაცს” ვე­ძებთ, თით­ქოს ჩვენ თა­ვად არა­ფე­რი ჩაგ­ვი­დე­ნია და ან­გე­ლო­ზე­ბად და­ვი­ბა­დეთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ მშურს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის, რო­მელ­საც ასე­თი დათ­მე­ნის უნა­რი გა­აჩ­ნია და თავ­შე­კა­ვე­ბა. რამ­დე­ნი დარ­ტყმა იგე­მა მან სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცუ­რად და ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვდა და ხვდე­ბა ყვე­ლა თავ­დას­ხმას, რო­გორც ნამ­დვილ სვანს შე­ე­ფე­რე­ბა!

კი­თხვა მე­ბა­დე­ბა: სა­ერ­თოდ ქვებს რა­ტომ ვეს­ვრით ერ­თმა­ნეთს?! რა­ტომ ვთქვით უარი სიყ­ვა­რულ­ზე?!

წი­ნას­წარ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ნა­ი­რი “თავ­დას­ხმა” ჩემს მი­მართ არ მა­ი­ძუ­ლებს “ორ სკამ­ზე”ჯდო­მას ან აზ­რის შეც­ვლას! რად­გან ყვე­ლა­ნი ერთი ერის შვი­ლე­ბი ვართ და რას ვი­ყოფთ არ მეს­მის?!. სა­ბედ­ნი­ე­როდ ერ­თნა­ი­რად ვი­ღებ “ქე­ბა­საც” და “ქი­ლიკ­საც”, რად­გან ასე გამ­ზარ­და ჩემ­მა ოჯახ­მა და თუკი “ახა­ლი აღ­თქმა” ოდეს­მე ხელ­ში გჭე­რი­ათ, ალ­ბათ იცით, რომ ზუს­ტად ისი­ნი გაკ­რა­ვენ ჯვარ­ზე, ვი­საც აპუ­რებ­დით და წყლუ­ლებს ვუ­შუ­შებ­დით! და კი­დევ ერთი შო­თა­სი: “ცუ­დას რად უნდა მტე­რო­ბა….”

ქალ­ბა­ტო­ნო თეა, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის! აი ის “ყვე­ლა­ფე­რი” კი ჩემ­თვის ისაა, რომ თქვენ თქვე­ნი სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის იბ­რძვით და არა “სკა­მის­თვის” და ისიც მშვე­ნივ­რად გეს­მით, რომ ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნი ხართ!" - წერს მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე.