loader

“დრო იწურება… ვთხრი საფლავს, რომელშიც ალბათ, მე ჩამაწვენენ” - ჰამასი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ ათხრევინებენ ღაზაში, ბუნკერში მყოფ ისრაელელ მძევალს, საკუთარ საფლავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დრო იწურება… ვთხრი საფლავს, რომელშიც ალბათ, მე ჩამაწვენენ” - ჰამასი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ ათხრევინებენ ღაზაში, ბუნკერში მყოფ ისრაელელ მძევალს, საკუთარ საფლავს

ჰამასი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ ათხრევინებენ ღაზაში, ბუნკერში მყოფ ისრაელელ მძევალს, ევიათარ დავიდს საკუთარ საფლავს.

კადრებში ადვილად შესამჩნევია, რომ მძევალი ნაშიმშილები და დასუსტებულია

,,დღეს 27 ივლისია, შუადღის 12:00 საათი, არ ვიცი რას შევჭამ. რამდენიმე დღეა, არ მიჭამია.

ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ დიდი ხანია”, - ამბობს ვიდეოში ტყვე.

შემდეგ კი ის, ტერორისტების სავარაუდო კარნახით, ამბობს:

,,დრო იწურება… ვთხრი საფლავს, რომელშიც ალბათ, მე ჩამაწვენენ”.

მედიასაშუალებებს დავიდის ოჯახის წევრებმა დართეს ვიდეოს გამოქვეყნების ნებართვა.

წყარო: "რადიო თბილისი"