loader

ბათუმში, ლოზუნგით - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, ლოზუნგით - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ ლოზუნგით ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ასევე, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეები ასევე, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

მათი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატია დასამარდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში "რუსული რეჟიმია".

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

ვიდეო: "პუბლიკა"