loader

"სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა სკუტერის მძღოლი" - თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა სკუტერის მძღოლი" - თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სკუტერი დაეჯახა, რის შედეგადაც სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ინფორმაციას და ფოტომასალას მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს:

"თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტომობილი და სკუტერი ერთმანეთს დაეჯახა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა სკუტერის მძღოლი. იარეთ ფრთხილად!"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.