"სურამთან სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა..." - კადრები შემთხვევის ადგილიდან
"სურამთან სატვირთო გადაყირავდა, რა ინფორმაციაც მოგვწერეს მძღოლი გადარჩა. ამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, არსებულ მონაკვეთზე არის საცობი. იარეთ ფრთხილად!" - ინფორმაციას და კადრებს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.