ვრცელდება უმძიმესი კადრები, რომელშიც ჩანს როგორ წყდება ატრაქციონი - ვიდეოში ისმის ადამიანების კივილი და ჩანს, როგორ ვარდება ზოგიერთი მათგანი მიწაზე: შემთხვევა საუდის არაბეთში მოხდა
საუდის არაბეთში გასართობ პარკში ატრაქციონი ჩამოწყდა, რის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდარის ამსახველ ვიდეოში ისმის ადამიანების კივილი და ჩანს, როგორ ვარდება ზოგიერთი მათგანი მიწაზე.
"ვხედავდი, როგორ ეცემოდნენ მიწაზე ადამიანები", - იხსენებს თვითმხილველი.
შემთხვევა მწვანე მთის პარკში მოხდა.
დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწიათ, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანენ. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.