loader

“თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე” - მზია ამაღლობელის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე” - მზია ამაღლობელის ადვოკატი

თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაია მწარიაშვილის თქმით, პროგნოზი ერთადერთია, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება არის დაცინვა სამართალზე.

„ეს პროცესი არის სარკე იმისა, თუ შიგნით ჩაიხედავთ, ძალაუფლებას როგორ ბოროტად იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები: პოლიცია, პროკურატურა, ხელისუფლება, ყველაფერია ამ საქმეში, ყველაფერს წაიკითხავთ. პროგნოზი ერთადერთია, აქ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, ეს არის დაცინვა სამართალზე და სამართლიანობაზე“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს.