"ვუსურვებთ მომავალი გამარჯვებებით ესახელებინოს მშობლიური სკოლა და ლეჩხუმი" - ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო
ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, 17 წლის ელენე ლეთოდიანმა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-ქულიანი ტესტიდან 60-ქულა, ისტორიაში 60-ქულიანი ტესტიდან 60-ქულა. ინგლისურში 70-ქულიანი ტესტიდან -66 ქულა.
"ვულოცავთ ელენეს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალი გამარჯვებებით ესახელებინოს მშობლიური სკოლა და ლეჩხუმი," - წერენ სოციალურ ქსელში და ელენეს უმაღლეს სასაწავლებელში ჩაბარებას ულოცავენ.