loader

"ეს ყველაფერი საკუთარ თავს დამართა თვითონ მიშამ და ეს თავადაც კარგად იცის, უბრალოდ ნარკომანივითაა - თავს ვერ ერევა და ლომკაში სუსიო გაიძახის" - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ყველაფერი საკუთარ თავს დამართა თვითონ მიშამ და ეს თავადაც კარგად იცის, უბრალოდ ნარკომანივითაა - თავს ვერ ერევა და ლომკაში სუსიო გაიძახის" - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ნაცმოძრაობაში ის ხდება, რაც ოცნებაში ხდება, უბრალოდ ნაცებში უფრო ადრე დაიწყო, რადგან უფრო სუსტია.

ყველა არამერიტოკრატიული და არა დემოკრატიული სისტემა, რომელიც არა წესებზე და პრინციპებზე, არამედ ერთი პიროვნების ახირებების ლოიალურობაზე დგას, ინგრევა.

ეს ყველაფერი საკუთარ თავს დამართა თვითონ მიშამ და ეს თავადაც კარგად იცის, უბრალოდ ნარკომანივითაა - თავს ვერ ერევა და ლომკაში სუსიო გაიძახის.

ანუ სრულიად კანონზომიერია, რომ ნაცმოძრაობა თავის ჭამას აგრძელებს და პროცესის ლოგიკით, ბიძინასთან ერთად დასრულდება.

როგორც ბიძინას სისტემამ შეჭამა რიჟვაძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური... ისე ჭამდა და ჭამს მიშას სისტემა თავის საყრდენებს, ვიდრე დემოკრატიული პრიცესი გველეშაპს ორივე თავს არ მოკვეთავს და იქვე ამოზრდილ მუტანტსაც - ხაზარაძის სახით, ადგილს მიუჩენს.

ანუ ყველაფერი სწორად მიდის და გავიმარჯვებთ სახელოვნად." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი