"მივმართავ ქართველ ხალხს..." - პაატა ბურჭულაძე
მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული კრება დაიგეგმა.
როგორც მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, „4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან ეს არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე“.