loader

"განსაკუთრებით არასწორია წლის გაყინვა ამ ბოთლებით" - ინფექციონისტი მოსახლეობას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განსაკუთრებით არასწორია წლის გაყინვა ამ ბოთლებით" - ინფექციონისტი მოსახლეობას მიმართავს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში. ზოგჯერ ყინავენ კიდეც. სასურველი არ არის წყალი მაცივარში შევინახოთ იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლებიც ერთჯერადი ხმარებისთვისაა განკუთვნილი (წყლის, გაზიანი სასმელების ბოთლები), განსაკუთრებით არასწორია წლის გაყინვა ამ ბოთლებით. პლასტმასის ერთჯერადი ბოთლების მავნებლობა გარდა ქიმიური ნივთიერებებისა იმითაც არის განპირობებული, რომ მათი ბოლომდე კარგად გარეცხვა შეუძლებელია და ნაპრალებში ბაქტერიების დარჩენის და გამრავლების რისკია. პლასტმასის ბოთლი განსაკუთრებით ზიანდება გაყინვისას.აქვე სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ ვახსენო ის საშინელი პრაქტიკა, რასაც ამ სიცხეში ხშირად ვხედავთ - მზის გულზე დალაგებული წყლის და გაზიანი სასმელების ბოთლები.ისევ წყლის გაცივებას რომ დავუბრუნდეთ, კარგი გამოსავალია მაცივარში წყლის შენახვა შუშის ბოთლებით ან სხვა თავდახურული შუშის ჭურჭლით," - წერს მაია ბუწაშვილი.