loader

"მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი

„ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: „4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, - რა გინდათ?! რას ეწვალებით?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს „ცეცხლს უხსნის“, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მაშინვე მასზე თავდასხმები იწყება.

„ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: “4 რიცხვი არ "დავკიდოთ", ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია"...

ჩემი აზრით გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!

როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ ?! კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ... ძალა ხალხში”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.