loader

ხან­ძრე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტალ­ღა - 800-ზე მეტი მეხანძრე, 7 ვერტმფრენი, ევაკუირებული მოსახლეობა და გადამწვარი მასივები პორტუგალიასა და ესპანეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხან­ძრე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტალ­ღა - 800-ზე მეტი მეხანძრე, 7 ვერტმფრენი, ევაკუირებული მოსახლეობა და გადამწვარი მასივები პორტუგალიასა და ესპანეთში

პორ­ტუ­გა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში ტყის ხან­ძრებს ებ­რძვი­ან.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ პორ­ტუ­გა­ლი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ ეს­პა­ნეთ­ში ტყის ხან­ძრე­ბის ჩაქ­რო­ბას ათა­სო­ბით მე­ხან­ძრე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რე­ნე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე წელს ეს ხან­ძრე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტალ­ღაა.

ყვე­ლა­ზე დიდი ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს არუ­კას ტყი­ან რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ლი­სა­ბო­ნი­დან ჩრდი­ლო­ე­თით და­ახ­ლო­ე­ბით 300 კი­ლო­მეტრში (185 მილი) მდე­ბა­რე­ობს. ხან­ძრის გამო პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი, პა­სა­დი­კოს დუ პა­ი­ვა და­ი­კე­ტა.

პორ­ტუ­გა­ლი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჰელ­დერ სილ­ვას ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტყის ხან­ძა­რი არო­კას რე­გი­ონ­ში მძვინ­ვა­რებს, რო­მელ­საც 800 მე­ხან­ძრე და 7 ვერ­ტმფრე­ნი ებ­რძვის.

„ხან­ძა­რი ძნე­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლებ­შია. მე­ხან­ძრე­ებ­მა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გას­წი­ეს, ამი­ტომ ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით მშვი­დია“, - გა­ნა­ცხა­და ჰელ­დერ სილ­ვამ.

ეს­პა­ნე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს­პა­ნე­თის და­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცია კა­სე­რეს­ში ხან­ძარ­მა 2500 ჰექ­ტა­რი მო­იც­ვა, რის გა­მოც კა­მი­ნო­მო­რის­კოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ას, მე­ხან­ძრე­ებ­მა პე­ნა­მა­კო­რი­სა და ნი­სას ცენ­ტრა­ლურ რე­გი­ო­ნებ­ში კონ­ტროლს და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, პე­ნა­მა­კო­რის ხან­ძარ­მა 3000 ჰექ­ტა­რი (7413 აკრი) ტყის მა­სი­ვი გა­ა­ნად­გუ­რა.

წყარო: