loader

"ტელეფონზე ყველა ზარს ვიწერდი, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ჩანაწერებით მომიწევდა თავის დაცვა" - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტელეფონზე ყველა ზარს ვიწერდი, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ჩანაწერებით მომიწევდა თავის დაცვა" - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოზე

"მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. თა­ვად მან მი­თხრა, რომ "კრე­დიტ სუ­ი­სი“ აშან­ტა­ჟებ­და. მან მთხო­ვა გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა", - ამის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას პრო­კუ­რო­რის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ჰკი­თხა, თუ რა­ტომ მოს­თხო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, მას სურ­და, რომ ეს "კრე­დიტ სუ­ის­თან" და­ვას­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა."მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. თა­ვად მან მი­თხრა, რომ "კრე­დიტ სუ­ი­სი" აშან­ტა­ჟებ­და. მან მთხო­ვა გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, რად­გან მე შე­მეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა.

ტე­ლე­ფონ­ზე ყვე­ლა ზარს ვი­წერ­დი და ეს ინ­ფორ­მა­ცია იცო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ეს იყო ჩემი და მისი დაც­ვის­თვის, მაგ­რამ მე ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით მო­მი­წევ­და თა­ვის დაც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.ასე­ვე, პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, კერ­ძოდ, მისი აქ­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლით, რა­ზეც მსჯავ­რდე­ბულ­მა უპა­სუ­ხა, რომ ის მუდ­მი­ვად აფიქ­სი­რებ­და პო­ზი­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ­დი ჩემს პო­ზი­ცი­ას, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც და აქ­ცი­ებ­ზეც მუდ­მი­ვად დავ­დი­ო­დი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ორ ქმე­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, რო­გორც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში, ისე უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

თან­ხის მით­ვი­სე­ბის ნა­წილ­ში, მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, ხოლო უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ამ უკა­ნას­კნელ­მა 10-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი შთან­თქა და მას სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლით გა­ნე­სა­ზღვრა.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182 -3 "ბ” და 194 - 3 "გ” ნა­წი­ლე­ბით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.