"უდიდესი ტრაგედია მოხდა, აუზში ჩავარდა" - 4 წლის ლაზარე ტრაგიკულად დაიღუპა
სამეგრელოში, 4 წლის ლაზარე ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ბიჭუნა აუზში ჩავარდა და ვერ გადაარჩინეს.
„უდიდესი ტკივილი... გარდაიცვალა პატარა ლაზარე, სულ 4 წლის ანგელოზი...არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ამ ტკივილს გამოვხატავთ.
უდრეკი ძალა და მოთმინება ვუსურვოთ მის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვინც ლაზარეს იცნობდა და უყვარდა.სოფლის ტრაგედია ხარ პატარა ანგელოზო, შენი სული ნათელში იყოს“,- წერს ოჯახის ახლობელი.