loader

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცია..." - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლაშა ცანავაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცია..." - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლაშა ცანავაზე?

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელსა და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! - ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ „ტიტუშკის" მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ლევან ცანავას, რომელიც სუს-მა თაღლითობის ბრალდებით დააკავა, პროვოკაცია მოუწყვეს.

„ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ "ტიტუშკის" მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!

წესიერი კაცია, მშრომელი. ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა, რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშას „სუს-ის“ აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“,- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.

როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლევან ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ასევე იხილეთ: "2 000 დოლარია, მეტი არ შემეძლო, რა" - ვინ არის "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც სუს-მა დააკავა, ვრცელდება ფარულად გადაღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები

"2 000 დოლარია, მეტი არ შემეძლო, რა" - ვინ არის "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც სუს-მა დააკავა, ვრცელდება ფარულად გადაღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები