loader

რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისში მერობის კანდიდატად მის დასახელებას გეგმავს - „31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისში მერობის კანდიდატად მის დასახელებას გეგმავს - „31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით..."

“ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

„სამწუხაროდ, „რუსთავი 2“ თანდათან სჯობნის ტყუილებში „იმედს“ და „პოსტ ტვ-ს“. გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ - ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, „აღდგომა და ხვალეო“, ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ „ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა“.

„31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ“, -განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტს.

გარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.

„თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის პირველი დონის ხელისუფლება. ყველაზე მეტად ხალხს რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიამ. ჩვენი, მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი და თან ფული მოიპაროს“, - განაცხადა ელისაშვილმა.