"მე ეს "ქეისები" ბიძინას მივუტანე და მითხრა, ძალიან ნერვიულობო... ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი წამოსვლის" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?
"ბიზნესმენებს ვეუბნებოდი, კანონის შესაბამისად იმუშავეთ და თუ ვინმემ შეგაწუხათ ხელისუფლებიდან, მე დაგიცავთთქო. ამ დროს ასეთი რაღაცები ხდებოდა. ერთი-ორი საჩივლელად მოვიდა, მომადგნენ და რა ვქნათო. მე ეს "ქეისები" ბიძინას მივუტანე და მითხრა, ძალიან ნერვიულობო. ოპოზიციაში ვიყავით, იქ არ ნერვიულობდიო და ახლა რა განერვიულებსო. ინტერესჯგუფები იქნებაო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი წამოსვლის" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.