“რეალური ლუკა-ელდარ კურტანიძე - მე რომ მოვლა მქონდა ჩემი ქმრისგან, ყველა ქალმა ინატროს!" - რას წერს და რა “სთორს” აქვეყნებს ლუკა კურტანიძის მეუღლე, სოფია მეფარიშვილი
"მე რომ მოვლა მქონდა ჩემი ქმრისგან, ყველა ქალმა ინატროს! ლუკა არ არის მოძადე! სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარე, ყველაფრისგან დაგიცავ! რამდენიც არ უნდა მლანძღოთ, სიმართლეს გაუმარჯოს! არასდროს დავტოვებ გაჭირვებაში ლუკას! რეალური ლუკა-ელდარ კურტანიძე" - წერს ლუკა კურტანიძის მეუღლე, სოფია მეფარიშვილი და "ფეისბუკ სთორებს" აქვეყნებს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.
აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.