loader

"მომივიდა ზუსტი ინფორმაცია - ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი ახალ დიდ პროვოკაციას აპირებს..." - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომივიდა ზუსტი ინფორმაცია - ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი ახალ დიდ პროვოკაციას აპირებს..." - მიხეილ სააკაშვილი

"მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - "ნაციონალური მოძრაობის", განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ის და მისი თანამებრძოლები კატეგორიულად უარყოფენ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.

"ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შემტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან - უბრალოდ პროვოკატორი" - წერს სააკაშვილი.