loader

"ლუკას მხარდამჭერებს მინდა მივმართო" - რას ამბობს ლუკა კურტანიძის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლუკას მხარდამჭერებს მინდა მივმართო" - რას ამბობს ლუკა კურტანიძის ადვოკატი?

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მან ჟურნალისტებს განუცხადა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ყოფილი დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე