ხმაურიანი ფინალი და მწვავე შეფასებები სოცქსელში - რატომ აკრიტიკებენ "ქალ პანტერად" გადაცმულ აჩიკო სოლოღაშვილს და რას პასუხობს თიკა ჯამბურია სტეფანეს?
"იმედზე" პროექტ "ვინ ვინ არის" მორიგი სეზონი მუსიკოსისა და ტელეწამყვან გია ბაღაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მაყურებლის წინაშე კენგურუს კოსტიუმში გამოწყობილი წარდგა. გამარჯვებულს ბინა და სხვადასხვა პრიზები გადაეცა, რის შემდეგაც ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას თავის ოთხ ქალიშვილს უძღვნის.
ფინალურ ეტაპზე ასევე მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები - თიკა ჯამბურია, ზურა მანჯავიძე და არჩილ სოლოღაშვილი. სწორედ ფინალისტების გამოჩენას მოჰყვა მწვავე კრიტიკა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი, მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის მონაწილეობამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება.
"ქალი პანტერა" და სინდისის პატიმრის კოლეგა: მძიმე პარალელებისოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ არჩილ სოლოღაშვილის, "რუსთავი 2"-ის წამყვანისა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობის, მონაწილეობას. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
"ქალი პანტერას კოსტუმის ქვეშ, სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის კოლეგა არჩილ სოლოღაშვილი იმალებოდა. საინტერესოა ქალი პანტერა არ არის ქალი და კაცი პანტერა კაცი?"
კრიტიკის ძირითადი თემა სოლოღაშვილისა და პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძის შედარება გახდა, რამაც განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომხმარებელი ხაზს უსვამს ორ მსახიობის ცხოვრებისეულ არჩევანს: ერთი, არჩილ სოლოღაშვილი, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, "პროპაგანდისტულ მედიას ამაგრებს" და "კლოუნის წითელ ბურთსაც წამოისკუპებს ცხვირზე, თუ დასჭირდება," და მეორე, ანდრო ჭიჭინაძე, რომელმაც "საქართველოს თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარი თავისუფლება დათმო".
პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ჭიჭინაძემ უარი დანაშაულის აღიარებაზე, რაც არ ჩაუდენია, რასაც თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ, რითაც "საკუთარი თავი ციხისთვის მხოლოდ იმიტომ გაიმეტა, რომ საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვოს." ამ ფონზე, სოლოღაშვილის მონაწილეობა შოუში, სადაც ის ნიღბის ქვეშ იმალება, ბევრისთვის სიმბოლურად აღქმულ იქნა, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
სტეფანე მღებრიშვილის კრიტიკა და თიკა ჯამბურიას პასუხიშოუს "ვინ ვინ არის" ფინალს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ცნობილი მომღერლის, სტეფანე მღებრიშვილისგანაც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
"ისე რა კარგი სახელი ქვია მაგ შოუს “ვინ ვინ არის”, ესე ზუსტად ვერც დაარქმევ... გარდა ყველაფრისა, ჩემთვის რთულია ყურება ფონოგრამაზე მილიონჯერ ჩაწერილი "ქრინჯი“ სიმღერებით, დიდ კოსტიუმებში გამოწყობილები, როგორ ვერ სუნთქავენ და რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებენ. ვინ ჩაძვრება მაგ კოსტიუმში, რა აზრი აქვს, მაინც თუ ფონოგრამაა. სახელს რომ დავუბრუნდეთ, ნამდვილად აკვდება მონაწილეებს". განაგრძეთ კითხვა