2 წლის ბიჭუნამ შხამიან გველს უკბინა - ქვეწარმავალი მოკვდა, პატარა კლინიკაში გადაიყვანეს (ინდოეთი)
ინდოეთში, 2 წლის ბიჭუნამ, გოვინდა კუმარმა საზოგადოება გააოცა, როდესაც სამფეხა კობრა სიკვდილამდე დაკბინა.
"დეილი მეილი" წერს, რომ ეს გმირული ინციდენტი პარასკევ შუადღისას, ბიჰარის დასავლეთ ჩამპარანის რაიონის ბანკატვას სოფელში მოხდა, როდესაც გოვინდა საკუთარი სახლის სიახლოვეს თამაშობდა.
როგორც ნათესავები იხსენებენ, პატარამ გველი შენიშნა და ქვის ნატეხი ესროლა. საპასუხოდ, კობრა მასზე იერიში მიიტანა და ხელზე მჭიდროდ შემოეხვია. მოვლენები შოკისმომგვრელად განვითარდა - ბიჭმა გველს კბილები თავში ჩაასო და ადგილზე მოკლა.
გოვინდას ბებიამ განაცხადა: "როდესაც ბავშვის ხელში გველი დავინახეთ, ყველა მისკენ გავქანდით, მაგრამ ამასობაში მან გველს უკბინა და ადგილზევე მოკლა".
ნაკბენიდან მცირე ხანში ბავშვმა გონება დაკარგა. ოჯახმა ის სასწრაფოდ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, მოგვიანებით კი სპეციალიზებული დახმარებისთვის ადგილობრივ სამთავრობო სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფოში მოათავსეს. განაგრძეთ კითხვა