"ხელითაც კი შემეხო, წყალი შემომასხა, დაგვწყევლა - თუ ამ ქალის ნაცნობები კითხულობენ იცოდეთ..." - რა მოხდა დიდუბეში ერთ-ერთ კვების ობიექტთან?
მოქალაქე ანი კიკვილაშვილი "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები," ერთ-ერთ კვების ობიექტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს:
"გუშინ დიდუბეში ვიყავი, ტაქსს ველოდებოდი გორში წასასვლელად. ტროტუარზე ვიდექი, ერთ-ერთი საცხობის გვერდით (ფოტოზე ჩანს ზუსტად რომელი ობიექტიცაა). არც მაღაზიაში შევსულვარ, არც ვინმეს ხელს ვუშლიდი. ვიდექი უბრალოდ!
საცხობიდან გამოვარდა გამყიდველი ქალი - ყვირილით და წყევლით გვიყვიროდა ყველას, ვინც იქ იდგა, რომ თურმე “ვეფარებოდით და ვერ ყიდდა”. მესმის რომ ბაზარია და ვაჭრობაა, მაგრამ ნორმალური ტონის შენარჩუნება არავის აუკრძალავს.
შემოგვასხა წყალი, დაგვწყევლა,ჩანთაზე ხელითაც კი შემეხო.წყალი შემომასხა. ხელი მკრა. ეს არის სერვისი? ესაა ქალაქი?!
რა უფლებით იქცევა ასე ადამიანი, რომელსაც უნდა ემსახუროს ხალხს? ქუჩაში დგომა ხომ ჩემი უფლებაა? ?თუ ამ ქალის ნაცნობები კითხულობენ იცოდეთ სანამ კიდევ მუშაობს სამომხმარებლო სერვისში, ისწავლოს ადამიანებთან საუბარი. ისწავლოს მოთმინება. ისწავლოს ემპათია.თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში. " - წერს მოქალაქე ანი კიკვილაშვილი.