loader

"მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა" - დონალდ ტრამპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა" - დონალდ ტრამპი

მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლა იქნებოდა. ნახეთ გუშინ რისი გაკეთება მოვახერხეთ ორ ქვეყანასთან, რომელთანაც ვვაჭრობთ. ბევრი ცხელი წერტილია, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ინდოეთი და პაკისტანი იყო, რადგან ეს ორი ბირთვული ქვეყნებია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ბედნიერია, რომ ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.

„ეს ძალიან ცუდი ომი იქნებოდა და შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მილიონობით ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო. ჩვენ დავასრულეთ ომი და ამით ძალიან ბედნიერები ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.