თელავში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა, მანქანა კი ამოტრიალდა.
დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მიმდინარეობს გამოძიება.