loader

“ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს…” - მიხეილ ყაველაშვილი კალათბურთელ გიორგი ცინცაძეს მიმართავს, რომელმაც ღირსების ორდენზე უარი თქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს…” - მიხეილ ყაველაშვილი კალათბურთელ გიორგი ცინცაძეს მიმართავს, რომელმაც ღირსების ორდენზე უარი თქვა

"მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის და გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია - მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა", - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა.

მისი თქმით, გიორგი ცინცაძემ საკუთარი სახელი არავის უნდა გამოაყენებინოს.

„სულ ახლახან ჩვენი კალათბურთელები ღირსების და წმინდა გიორგის ორდენებით დავაჯილდოვე, ჩვენი საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის და გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა.

ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ თავისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო.

ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება, ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ შუღლი შეეტანათ და დაეპირისპირებინათ. ასეთი ადამიანები არიან მავნებლები. როგორ წარმოგიდგენიათ - ღამე ვიძინებდე და ვიღვიძებდე იმ მოტივით, რომ როგორმე საქართველოში ცუდი მოხდეს, რაღაც ჩამოინგრეს, ვიღაც მოკვდეს და ამ ნიუსებით ვიყო აღნუსხული. ეს ადამიანები ამით ცხოვრობენ, მეცოდებიან, სულ ნეგატივზე არიან ჩასაფრებული. მათდა სამწუხაროდ, ეს წარმატებები დასაწყისია, მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. უფრო წარმატებულები და უფრო მშვიდობიანები ვიქნებით. ეს პროცესი გადატეხილია, ვერავინ ვეღარ გვერევა - მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს, ერთმანეთს ვეღარ იტანენ უკვე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.