ლუკა კურტანიძე დააკავეს
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, მსოფლიოს და ევროპის ჩენპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კირტანიძე დააკავეს - ინფორმაცია "palitravideo" -ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 380-ე პრიმა მუხლების შესაბამისად, რაც ოჯახში ძალადობას და თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისათვის თავის არიდებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ქობულეთში, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ელდარ ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლს, ხათუნა მიქაცაძეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.