loader

ლუკა კურტანიძემ არსებული ინფორმაციით ყოფილი ცოლი სცემა - ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, კურტანიძე ქალს ქობულეთში მდებარე სახლთან როგორ დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუკა კურტანიძემ არსებული ინფორმაციით ყოფილი ცოლი სცემა - ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, კურტანიძე ქალს ქობულეთში მდებარე სახლთან როგორ დაუპირისპირდა

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს და ექ­სპარ­ლა­მენ­ტარ ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ გა­ნა­ცხა­და, მას კურ­ტა­ნი­ძე ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე სახ­ლში შე­უ­ვარ­და და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მისი თქმით, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მთელს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა.

ვრცელ­დე­ბა ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც.

ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც. მი­ქა­ცა­ძის თქმით, სა­სა­მარ­თლოს ლუკა კურ­ტა­ნი­ძის­თვის 9 თვი­ა­ნია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი აქვს გა­მო­წე­რი­ლი.

“ეს არ არის არც მე­ო­რე, არც მე­სა­მე, არც მე­ო­თხე და მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვა. ყვე­ლა ჯერ­ზე, რო­დე­საც მივ­მარ­თე პო­ლი­ცი­ას, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ იმი­ტომ, რომ ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძეა, მოდი, ნუ გავ­წი­რავთ და მოდი, შე­მო­ვი­ფარ­გლოთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბით. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ახლა, ამ პრო­ცეს­ში, როცა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ეს­წრნენ ამ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას ვე­ღარ იტყვი­ან.

ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძეს მო­ახ­ლო­ე­ბა აქვს სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია 9 თვი­ა­ნი მის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი, მო­ახ­ლო­ე­ბა აქვს აკ­რძა­ლუ­ლი. მი­სა­მარ­თი ვუ­თხა­რი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟს, სად იდგა ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძის მან­ქა­ნა და ნაც­ვლად იმი­სა, რომ იქ მი­სუ­ლი­ყო, მო­ვიდ­ნენ და "წა­მობ­რძან­დით, უნდა გა­მოგ­კი­თხო­თო".

ეს ადა­მი­ა­ნი იმუქ­რე­ბა, რომ "მე ვარ მთავ­რო­ბა, მე ვარ სა­ხელ­მწი­ფო და შენ სა­ხელ­მწი­ფოს უპი­რის­პირ­დე­ბიო...

მუხ­ლე­ბი მაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ხელ­ზე მაქვს და­ზი­ა­ნე­ბა. ხე­დავთ ალ­ბათ", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე.

ვიდეო: "tv pirveli"