loader

“გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და გა­მო­უშ­ვეს მხო­ლოდ ერთი რა­მის გამო” - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და გა­მო­უშ­ვეს მხო­ლოდ ერთი რა­მის გამო” - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და გა­მო­უშ­ვეს მხო­ლოდ ერთი რა­მის გამო - თუ ის კონ­კრე­ტულ ფულს მი­უ­ტანს ბი­ძი­ნას - თუ ამას არ გა­ა­კე­თებს, გა­ი­ზი­ა­რებს მისი მო­ად­გი­ლის და ნა­თე­სა­ვის ბედს", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­კა­ვე­ბა თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე­საც ემუქ­რე­ბა.

"ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მო­ად­გი­ლე და­კა­ვე­ბუ­ლია, მისი ახლო ნა­თე­სა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვთქვი, რომ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს და­ი­ჭერ­დნენ, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ მისი მო­ად­გი­ლე, ახლო ნა­თე­სა­ვი [და­ა­კა­ვეს]. რო­გორც ბრი­ფინგზე თქვეს, მისი ნა­თე­სა­ვი "ალა­გებ­და“, მაგ­რამ "ალა­გებ­და“ ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ხე­ლით, მისი სა­ხე­ლით იპა­რავ­და. ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ირ­გვლივ ეს ყულ­ფი და­ვიწ­როვ­და და ცხა­დია მა­საც ემუქ­რე­ბა და­კა­ვე­ბა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და გა­მო­უშ­ვეს მხო­ლოდ ერთი რა­მის გამო, რომ მან "კუში“ უნდა მი­ი­ტა­ნოს ბი­ძი­ნას­თან და ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში იყი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ ის კონ­კრე­ტულ ფულს მი­უ­ტანს ბი­ძი­ნას და თუ ამას არ გა­ა­კე­თებს, გა­ი­ზი­ა­რებს მისი მო­ად­გი­ლის და ნა­თე­სა­ვის ბედს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სუს-მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვა და კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გ. ხ., იმა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვ. ღ. და თავ­დაც­ვის იმ­დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ახლო ნა­თე­სა­ვი ვ. მ.

უწყე­ბის ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა შე­ი­მუ­შა­ვა და სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 333 728 ლარი გა­იფ­ლან­გა.