loader

"ესაა რაზეც 8 პარტია ვთანხმდებით" - თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესაა რაზეც 8 პარტია ვთანხმდებით" - თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"მეგობრებო, ერთადერთი, რაზეც 8 პარტია ვთანხმდებით, არის რეჟიმის იზოლაციის გზაზე კოორდინაცია.

8 პარტია შევთანხმდით, რომ რეჟიმის დემონტაჟამდე ყველაზე მოკლე გზა არის 4 ოქტომბრის სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი - რადგანაც ეს არ არის არჩევნები და ჩავთვალეთ, რომ ამ საქმეში ძალისხმევის გაერთიანება პროცესს წაადგებოდა - ჯერჯერობით კარგად მივდივართ.

ესაა რაზეც 8 პარტია ვთანხმდებით.

ამის იქით რაც გესმით, გნებავთ ჩემგან, გნებავთ სხვებისგან - ჩვენი პარტიის პოზიციებია.

ვისაც გექნებათ კითხვები, მკითხეთ - თუ თავად არ გამოვეხმაურეთ მაგალითად ხალხის არ გალახვაში დაწესებული ჯილდოების, ან დროებითი მთავრობების ინიციატივებს.

ფედერალისტები ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური სპექტრის მთავარი ამოცანა წინააღმდეგობის პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვაა - მათგან წამოსულ იმპულსს უნდა დაეფუძნოს პოლიტიკური პროცესი.

ამიტომ ვმონაწილეობთ ენთუზიაზმით წინააღმდეგობის წევრთა რეგისტრაციაში - ამან უნდა მიიყვანოს ოპოზიცია ძლიერ სტრუქტურამდე, ქვემოდან ზემოთ წამოსულმა იმპულსმა და ეს იქნება ძლიერი, ორგანული და რეჟიმისთვის დამანგრეველი.

სახურავიდან სახლი არ შენდება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.