სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან - მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის შელაპარაკება მოხდა - კადრები ადგილიდან
სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან - გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის შელაპარაკება მოხდა.
აქციის მონაწილეები, სასამართლო შენობის იმ გასასვლელთან არიან, საიდანაც მზია ამაღლობელის გადაყვანა უნდა მოხდეს.
შეკრებილების მიერ ისმის შეძახილები “თავისუფლება მზიას”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ტერიტორიის გათავისუფლებს ცდილობენ.