loader

"წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად! სახეში დარტყმის ხმა იყო სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი" - ექსპერტი მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად! სახეში დარტყმის ხმა იყო სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი" - ექსპერტი მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე

ვნა­ხე ორი­ვე კად­რი კარ­გი გა­ნა­თე­ბით. აქ არც სის­ხლის შე­ფე­რი­ლო­ბა შეგ­ვი­ნიშ­ნავს. სრუ­ლი­ად შე­მარ­თე­ბით, გა­მო­ი­ყუ­რე­ბა [ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე] წუთ ნა­ხევ­რის შემ­დეგ - წა­მი­ე­რი ტკი­ვი­ლი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა ტკი­ვი­ლად, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ნა­თია ხა­რატ­მა ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა არ აქვს.„სის­ხლძარ­ღვე­ბი თუ და­ზი­ან­და, შე­იძ­ლე­ბა ფერი შე­იც­ვა­ლოს, ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრავს ტკი­ვილს, მაგ­რამ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ობი­ექ­ტუ­რი ნი­შა­ნი არ ჩანს. დგე­ბუ­ა­ძეს ჩი­ვი­ლი არ აქვს. რე­ა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის არ გვაქვს, პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს რაც შე­ე­ხე­ბა, შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი­ყო ჩა­ლურ­ჯე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ წა­ი­ქე­ცი და გეტ­კი­ნა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ეს ზი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ი­ბა­დოს ისე, რომ არ ჰქონ­დეს ტკი­ვი­ლი. მწვა­ვე ტკი­ვილს არ მოყ­ვა არა­ნა­ი­რი ზი­ა­ნი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ არ გან­ვი­თარ­და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი. ამ ადა­მი­ა­ნის [ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის] მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. მგო­ნია, რომ გავ­ლი­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი და არ მგო­ნია, ამ მენ­ტა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

მწვა­ვე ტკი­ვი­ლი ყო­ველ­თვის რა­ღა­ცით გა­მო­ი­სა­ხე­ბა, ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა მო­ტო­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა. რო­დე­საც სა­ხის ტკი­ვილ­ზე ვსა­უბ­რობთ, მას­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სამ­წვე­რა ნერ­ვი, სამ­წვე­რა ნერ­ვის ტკი­ვი­ლი ლა­თი­ნუ­რად არის „ტოკ დო­ლო­რეს“ ანუ ტკი­ვი­ლი­ა­ნი შეც­ვლა სა­ხის, სა­ხის ასი­მეტ­რია. ტკი­ვილს აქვს სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი. სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის, ვსარ­გებ­ლობთ შემ­დე­გით: ვე­უბ­ნე­ბით ადა­მი­ანს, რო­გორ ფიქ­რობ, სად არის შენი ტკი­ვი­ლი? ათ­ბა­ლი­ან სკა­ლის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა შე­ფა­სე­ბა. ტი­რი­ლიც შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რად გან­ვსა­ზღვროთ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის ამ­ტა­ნო­ბა აქვს ქალ­სა და მა­მა­კაცს, მო­ხუც­სა და ბავ­შვს. ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია: ფერი შე­ეც­ვა­ლა, იმ­დე­ნად ეტ­კი­ნა, რომ გა­ფით­რდა, ან მე­სა­მე დღეს გაყ­ვით­ლდა ან ჩა­ლურ­ჯდა. ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მია, რეფ­ლექ­სუ­რი პა­სუ­ხი ცრემ­ლი, ან დაჯ­დო­მა ან გო­ნე­ბის კარ­გვა.

ტკი­ვი­ლის შე­ფა­სე­ბას გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ა­ნის ასა­კი, წონა, გა­მოც­დი­ლე­ბა. აქ ჩვენ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა არ გვაქვს. არ­ცერ­თი ობი­ექ­ტუ­რი ნი­შა­ნი არ გვაქვს, დარ­ტყმის პრო­ცეს­ში სახე უეც­რად გა­წით­ლდა.

ვნა­ხე ორი­ვე კად­რი კარ­გი გა­ნა­თე­ბით. აქ არც სის­ხლის შე­ფე­რი­ლო­ბა შეგ­ვი­ნიშ­ნავს. სრუ­ლი­ად შე­მარ­თე­ბით, გა­მო­ი­ყუ­რე­ბა [ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე] წუთ ნა­ხევ­რის შემ­დეგ [სი­ლის გაწ­ვნი­დან]. მე მი­ვი­ღე დას­კვნა, რომ მას არ ჰქო­ნია ჩი­ვი­ლი, არც შემ­დეგ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ვი­ხი­ლეთ.

წა­მი­ე­რი ტკი­ვი­ლი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა ტკი­ვი­ლად. სი­წით­ლე ჰა­ე­რი­დან არ მო­დის, სი­წით­ლე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩვენ არ ვართ, ამას ჩვენ ვერ ვმარ­თავთ. ეს სი­წით­ლე არა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა 30 წუ­თის შემ­დეგ გაჩ­ნდეს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რომ ამ ადა­მი­ა­ნის [ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის] შე­საძ­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ურ აშ­ლი­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე.

ეს შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ასე: შე­იძ­ლე­ბა ერთი წლის წინ მოხ­და, პოსტტრავ­მუ­ლი შე­დე­გია, ბავ­შვო­ბა­ში ან შეყ­ვა­რე­ბულ­თან…

სა­ხე­ში დარ­ტყმის ხმა იყო სუს­ტი ტა­შის შე­მოკ­ვრის მსგავ­სი - ბო­ლოს რო­დის იყა­ვით სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტზე? ტა­შის დაკ­ვრა რომ მტკივ­ნე­უ­ლი იყოს, არ და­ვუკ­რავ­დით ტაშს. ტა­შის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არ გვჭირ­დე­ბა. ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი პო­ზი­ცი­აა, რომ გა­ვამ­ყა­რო ობი­ექ­ტუ­რო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია ხა­რატ­მა.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რი შოთა ჩხა­ი­ძე მოწ­მის, ნა­თია ხა­რა­ტი­სა და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან მო­ი­თხოვ­და, ექ­სპერ­ტის დას­კვნა­ზე ბეჭ­დის და სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რის ჩვე­ნე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მხა­რე­ებს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ამ წუ­თებ­ში პრო­ცეს­ზე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.