loader

"ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებულმა 24 წლის კაცმა ქალის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვებ -გვერ­დე­ბი შექ­მნა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­რცე­ლებ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ო­და" - შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებულმა 24 წლის კაცმა ქალის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვებ -გვერ­დე­ბი შექ­მნა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­რცე­ლებ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ო­და" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2001 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ხ. ადევ­ნე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის, ასე­ვე, მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს."გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ ქალს, სის­ტე­მა­ტუ­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­და, რო­გორც პი­რა­დად, ისე, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მას­თან არა­სა­სურ­ველ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებ­და და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ქა­ლის დამ­ცი­რე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მიზ­ნით, მი­სი­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვებ -გვერ­დე­ბი შექ­მნა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­რცე­ლებ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ო­და.

ბრალ­დე­ბულ­მა მუ­ქა­რა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რის მი­მარ­თაც.

პო­ლი­ცი­ამ რ.ხ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე პრი­მა მუხ­ლით, 157-ე მუხ­ლი­თა და 151-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.