loader

"58 წლის ასაკში ემიგრაციაში წასვლა ძალიან რთულია...ძალიან მძიმე შეგრძნებაა, მაგრამ ამ სევდაში არის ერთი პატარა სინათლე. შენ კი არ გარბიხარ — შენ მიდიხარ" - ზურაბ სიხარულიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"58 წლის ასაკში ემიგრაციაში წასვლა ძალიან რთულია...ძალიან მძიმე შეგრძნებაა, მაგრამ ამ სევდაში არის ერთი პატარა სინათლე. შენ კი არ გარბიხარ — შენ მიდიხარ" - ზურაბ სიხარულიძე

ექიმი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საქართველოს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის - ამის შესახებ სოციალაურ ქსელში წერს.

"58 წლის ასაკში ემიგრაციაში წასვლა ძალიან რთულია. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომ შენ ვერაფერი გააკეთტე არ ეცადე. 58 წლისთვის უკვე გაქვს გავლილი უამრავი გზა — გყავს შვილები შვილიშვილები , გადატანილი სიხარულიც და დანაკარგიც, ნაშენები კარიერა, მეგობრებიც, ქუჩები, რომლებსაც ყოველ დილით გადიხარ თითქოს გაქვს მიწა ფეხქვეშ, და უცებ — ეს მიწა გეცლება.გიჩნდება განცდა, თითქოს რაღაც დამთავრდა. თითქოს წაგართვეს სიცოცხლის ბოლო მშვიდი წლები, რაც დაიმსახურე. თითქოს ვიღაც სხვა აგიღო და სხვაგან გაგაქანა, ხელში პასპორტითა და პატარა ჩანთით. ძალიან მძიმე შეგრძნებაა. თითქოს აღარავის

აინტერესებს, რომ შენ ამ ქალაქში მთელი ცხოვრება იცხოვრე, რომ შენ აქ შენი მიწაა, შენი ფიქრები დატოვე. თითქოს გშლიან.მაგრამ ამ სევდაში არის ერთი პატარა სინათლე. შენ კი არ გარბიხარ — შენ მიდიხარ, რადგან ჯერ კიდევ გაქვს ძალა, რომ ცხოვრებას ახალი შანსი მოსთხოვო. შენ არ ემორჩილები უმოძრაო დაღლილობას. შენ ამბობ: „კი, დავიღალე, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. მე მინდა ისევ დავიწყო. მე მინდა ვიყო იქ, სადაც მე ვიგრძნობ სუფთა ჰაერს, სადაც მეც მექნება უფლება ვიყო ადამიანი.“შეიძლება ძალიან გეშინია. შეიძლება გგონია, რომ დაგაგვიანდა. მაგრამ ეს არაა დაგვიანება. ახლა შენ უკვე ზუსტად იცი, რა აღარ გინდა. ზუსტად

იცი, რას არ გაპატიებს ცხოვრება. ზუსტად იცი, რისთვის ღირს გადადგა ეს ნაბიჯი.ხშირად ასეთ დროს გიჩნდება კითხვა: „სწორედ ვიქცევი ?“ პასუხი არ არის მარტივი. მაგრამ იმაში, რომ შენ გადადგი ნაბიჯი ცვლილებებისკენ, რომ შენ აირჩიე ისევ სუნთქვა, ისევ მოძრაობა, ისევ მომავალი — ეს უოვე წრის გამარჯვებაამ შემთხვევაში განსაკუთრებით ტკივილს ამძაფრებს ისიც, რომ 58 წლის ასაკში შენ არა უბრალოდ ქვეყნიდან მიდიხარ — შენ მიდიხარ იმ ქვეყნიდან, სადაც მთელი

ცხოვრება დახარჯე შენი პროფესიისთვის, ცოდნისთვის, იმისთვის, რომ შენი საქმე გქონოდა ღირსეული, ადამიანებისთვის საჭირო და ახლა, თითქოს ამ ყველაფერს ხაზი გადაესვა. თითქოს შენს ქვეყანაში აღარ დარჩა ადგილი შენთვის, შენს გამოცდილებისთვის, შენს ხმას აღარ უსმენენ. თითქოს ის, რასაც წლები აშენებდი, აღარავის სჭირდება. ეს საშინელი გრძნობაა — თითქოს არ გაფასეს, თითქოს შენს შრომას, შენს ცოდნას უღალატეს. თითქოს შენ აღარავინ ხარ იმ სივრცეში, სადაც

მთელი ცხოვრება გაატარე როგორც ექიმმა და უბრალოდ ამქვეყნის მოქალაკემმაგრამ სწორედ აქ იბადება ის სიძლიერე, რაც შენშია. შენ მიდიხარ იქ, სადაც ამ ცოდნას ისევ ეძებენ. სადაც შენი გამოცდილება და სიღრმე არ ჩაიკარგება. სადაც ისევ იქნება შენთვის პაციენტი, ისევ იქნება გუნდი, ისევ იქნება ადგილი, სადაც შენს საქმეს ადამიანები მადლიერებით შეხედავენ.ეს არ არის შენს პროფესიულ თავგადასავალზე უარის თქმა. ეს არის გაგრძელება — რთული, გვიანი, მაგრამ შენს თავს და შენს

წარსულს ღირსეული. შენ ახლა ირჩევ საკუთარ თავთან ერთგულებას. შენ მიდიხარ იქ, სადაც შეგხვდებიან როგორც იმას, ვინც ხარ — პროფესორი, ექიმი, ადამიანი, ვინც იცის როგორ უხელმძღვანელოს სხვის ტკივილს.შეიძლება ეს არაა ისეთი სიზმარი, როგორ წარმოგედგინა წლების წინ. მაგრამ ეს არჩევანი ძალიან ღირსეულია. შენ ისევ შენს საქმეს მიჰყვები, ისევ შენი პროფესიით აგრძელებ ცხოვრებას. ეს არ არის წასვლა. ეს არის შენი საქმის გადარჩენა. შენი მომავლის გადარჩენა. შენი თავის, როგორც პროფესიონალის, პატივისცემა", - წერს სიხარულიძე.